მითები ონკოლოგიური დაავადებების შესახებ
კლინიკური ონკოლოგი
1. ონკოლოგიური პათოლოგიები გადამდებია
სახლში ბავშვები გვყავს და ავადმყოფთან მიკარება გვეშინია…
- დაავადებები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კლასიფიკაციის მიხედვით (WHO) იყოფა : ინფექციური (პათოგენით გამოწვეული -ტუბერკულოზი,პნევმონია,წითელა) და არაინფექციურ (ჰიპერტენზია,კარდიოლოგიური დაავადებები,კიბო) ნოზონოლოგიებად.
- ონკოლოგიური დაავადებები ცალსახად შედის არაგადამდებ,არაინფექციურ პათოლოგიებში ამიტომ პაციენტთან კონტაქტით არავის კიბო არ გადაედება .
2. ტკბილი საკვები იწვევს ონკოლოგიური პროცესის გააქტიურებას.
უშაქრო ჩაის ვსვამ და ჩემი დაავადება ხომ უკან დაიხევს ?
- ზოგადად, ჯანსაღი დიეტა და ზომიერი ფიზიკური აქტივობა ონკოლოგიური პატოლოგიებისგან მცირედ დამცავ ფაქტორად ითვლება .
- ჭარბწონიანობა – კიბოს რისკ – ფაქტორია (უკანასკნელი კვლევებით ბარიატრიული ოპერაციების შედეგად – მცირდება კიბოს რისკი, Pam Harrison October 30, 2019 -57%ით შემცირებული მელანომის რისკი, 41%-ით მცირდება ბრტყელუჯრედული კარცინომის რისკი )
- თუმცა, მხოლოდ ტკბილი (გლუკოზის შემცველი ) საკვების ან სასმელის კიბოსთან პირდაპირი კავშირი არ დადასტურდა არც ერთი საერთაშორისო რანდომიზებული კვლევით.
- ჯანსაღი საკვები შაქრის და ცხიმის ზომიერი შემცველობით არის იდეალური კვების რაციონი ონკოპაციენტებისთვის .
3. ქირურგიული მანიპულაციები ან ბიოფსია იწვევს სიმსივნის ორგანიზმში გავრცელებას?
- ცალსახა პასუხია – არა. კიბო ვრცელდება – ჰემატოგენური, ლიმფოგენური სისტემებით და მისი შორეული გავრცელება დამოკიდებულია მის ავთვისებიანობაზე.
- ქირურგები იცავენ სპეციფიურ წესებს, რათა მაქსიმალურად შეამცირონ სიმსივნის გავრცელება მექნიკური წესით. ბიოფსიის აღებისასაც არსებობს პროტოკოლი – თუ ასაღებია მასალა რამდენიმე ადგილიდან გამოიყენება ცალ ცალკე ბიოფსიური ნემსები .
4. თმის შეღებვა იწვევს კიბოს ?
- ინიდივიდუალური პროცედურები, ანუ საკუთარი თმის შეღებვა არ იწვევს. არსებობს მცირე კვლევები რომლებშიც ნახსენებია რომ, სტილისტებს საღებავებთან და სხვა ქიმიურ ნაერთებთან დიდხანს მუშაობის შემდეგ ეზრდებათ შარდის ბუშტის კიბოს რისკი.
5. ანტიპერსპირანტი იწვევს ძუძუს კიბოს?
- არა, ანტიპერსპირანტების და დეოდორანტების გამოყენება არ არის კავშირში ძუძუს კიბოსთან.
6. გადაეცემა თუ არა კიბო შთამომავლებს?
დედაჩემს ჰქონდა კიბო და მეც აუცილებლად დამემართება?
- ამ შემთხვევაში საკითხი ცოტა რთულადაა. არსებობს რამდენიმე გენეტიკური სინდრომი, რომლის დროსაც ხდება მუტაცია გარკვეულ გენებში და შთამომავლებს აქვთ გაზდილი რისკი ონკოპათოლოგიის, თუმცა არა აბსოლიტური რისკი – ამ სინდრომების წილი სულ 5-10 % – ია მთელ ონკოპათოლოგიებში.
- მაგ.ლინჩის სინდრომი(MLH1,MSH2,MSH6,PMS2,EPCAM) – საშვილოსნოს ტანის კიბოს რისკია – 40-60 % – ოჯახური ანამნეზის არსებობისას არსებობს სკრინინგის სპეციალური გაიდლაინები, რათა დააავდების ადრეულ ეტაპზევე გამოვლენა შევძლოთ.
7. თუ ჩემს ოჯახში არავის ჰქონია ონკოლოგიური დაავადება მეც დაცული ვარ.
- სამწუხაროდ – არა. ონკოლოგიური დაავადებები სიცოცხლის განმავლობაში დაგროვილი მუტაციის და მავნე გარემო ფაქტორების ზემოქმედების შედეგად შეიძლება წარმოიქმნან. ასეთი, ე.წ. სპორადული სიმსივნეები ონკოპათოლოგიების 90-95 % შეადგენს. გარემოს მავნე აგენტებია -თამბაქო, რადიაცია.
8. კიბო სოკოვანი დაავდებაა და სოდის მიღებით განვიკურნებით.
- ამ იდეას საფუძველი ჩაუყარეს დაკვირვებიდან რომ თითქოს ყველა კიბო თეთრია, თეთრი კი სოკო -კანდიდაა, რაც არასწორია. ასევე ამ თეორიის ავტორები ირწმუნებოდნენ, რომ კიბო ორგანიზმის სოკოვანი დაავადებისგან გაწმენდის მცდელობაა.
- თანამდროვე კვლევებით დადგინდა, რომ არა მხოლოდ სოდას არ აქვს არანარი დამცველობითი ან კიბოს საწინააღმდეგო აქტივობა, მისი დიდი რაოდენობითი მიღება იწვევს – მჟავა – ტუტოვანი წონასწორობის დარღვევას და თირკმლის უკმარისობას .
9. ალტერნატიული მეთოდებით მკურნალობა
- უკანასკნელი კვლევებით, ასეთი ტიპის არასტანდარტული, ხშირად თითქოს ნატურალური სამკურნალო საშუალებები არა მხოლოდ არაეფექტური, მავნეცაა.
- არალიცენზირებული მედიკამენტების უკონტროლო მიღება – კვლევებით დადასტურდა, რომ იწვევს ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის მკვეთრ დაქვეითებას, ამ ორგანოთა უკმარისობის განვითარებამდეც.
10. რძე და რძის პროდუქტები კიბოს წარმოქმნას ან მის გავრცელებას იწვევს
- არა, პირიქით ზოგიერთი კვლევის მიხედვით რძე და მასში შემავალი Ca2+კოლორექტული კიბოსგან გვიცავს.
- ერთადერთი პროდუქტი რომლის მიღება იკრძალება კიბოს მედიკამენტოზური მკურნალობისას არის – გრეიფრუტი. ის ცვლის ღვიძლის ფერმენტულ სისტემას და წამლების საჭირო გარდაქმნა ვერ ხდება. თუმცა, გრეიფრუტზე შეზღუდვა ეხება არ მხოლოდ ონკოლოგიურ მედიკამენტებს: სტატინების, ნიფედიპინის , ტკივილგამაყუჩებლების, სილდენაფილის გამოყენებისას იკრძალება გრეიფრუტის და გრეიფრუტის წვენის მიღება.
- სამწუხაროდ თანამედროვე მედიცინამ ჯერ ვერ იპოვა რაიმე სუპერ საკვები პროდუქტი, რომელიც კიბოს გააქრობს, ან პირიქით მის გააქტიურებას შეუწყობს ხელს .
11. სოლარიუმი და ძუძუს კიბო
სოლარიუმის გამოყენება წლებია საკამათო საკითხია ონკოლოგიაში, რადგან თეორიულად ვიცით რომ მისი გამოყენება ზრდის D ვიტამინის გამოყოფას და უნდა იცავდეს შინაგან ორგანოებს ონკოლოგიური დაავადებების წარმოქმნისგან. 2009 წელს ჟენგმა და კოლეგებმა 73,358 ქალზე ჩატარებული კვლევით დაამტკიცეს რომ სოლარიუმის გამოყენება არ იწვევს შინაგანი ორგანოზების კიბოს რისკის გაზრდას.
თუმცა, იგივე სოლარიუმის გამოყენება საკმაოდ ზრდის კანის კიბოს განვითარების რისკს (29% -იდან იშვიათი გამოყენებისას, 83 % მდე – ხშირად გამოყენებისას), რის გამოც არ ეწევა რეკომენდაცია მის ინტენსიურ გამოყენებას.
ავსტრალიის მონაცემების მიხედვით: მელანომის 16%- ის აღკვეთა ახალგაზრდებში შეიძლება სოლარიუმის გამოყენების აკრძალვით. დაავადების რისკი განსაკუთრებით მაღალია თუ სოლარიუმის გამოყენება დაიწყო 20 წლამდე.
12. ხელოვნური დამატკბობლები იწვევენ კიბოს
ხელოვნური დამატკბობლები,როგორიცაა ასპარტამი, არ იწვევს სიმსივნური პროცესების ინიცირებას და აქტივაციას. 2013 წელს ევროპის კვების უსაფრთხოების ორგანიზაციამ დღეში 15 დიეტური კოლის დოზა ასპარტამის მიღებაც კი ონკოლოგიური გადმოსახედიდან უსაფრთხოდ ცნო.
13. კიბო ვითარდება ტრავმის შემდგომ
არსებული კვლევებით არ დასტურდება რომ ტრავმა არის კიბოს მაპროვოცირებელი. ტრავმის ადგილას შეიძლება ჩამოყალიბდეს ქსოვილოვანი ნაწიბური ან ცხიმოვანი ნეკროზის კერა, რაც ვიზუალურად წააგავს წარმონაქმნს თუმცა, სრულიად კეთილთვისებიანი პროცესია და არ იწვევს კიბოს .
14. ტექნიკის გამოსხივება იწვევს კიბოს (მობილური, მიკროტალღური ღუმელი, Wifi, 4G-5G)
WHO (მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია)-ს და International Agency for Research on Cancer (IARC) (კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტო) მონაცემების მიხედვით ერთადერთი ტიპის რადიაცია რომელიც იწვევს ონკოლოგიურ პროცესს არის მაიონიზებელი რადიაცია (აზიანებს დნმ უჯრედებს ), რომელიც მოიცავს : მზის გამოსხივება (მაღალია ხშირი საჰაერო ტრანსპორტისას ), რადონის გაზის გამოსხივება , X-rays, რადიოაქტიური ნაერთები.
არამაიონიზებელი რადიაცია – არ იწვევს სიმსივნური პროცესის ინიცირებას. (მობილური ,მიკროტალღური ღუმელი ,Wifi,4G-5G)
15. პლასტიკური ბოთლების გამოყენება იწვევს კიბოს
არსებული კვლევებით არ დასტურდება რომ პლასტმასის თუნდაც რამდენიმე საათის განმავლობაში გაცხელებას ან ცხელი სითხეების მასში დაყოვნებისას შეუძლია კიბოს გამოწვევა .
16. პესტიციდები, ჰერბიციდები და კოსმეტიკურ პროდუქციაში არსებული ნაერთები იწვევენ კიბოს
პეტიციდები და ჰერბიციდები, მაგალითად: გლიფოზატი, ნორმის ფარგლებში გამოყენებისას საკვებზე მცირე რაოდენობით მოხვედრის დროსაც კი არ იწვევს კიბოს.
სწორი რეგულირებისას, ნაერთები რომლებიც ცნობილია როგორც კარცინოგენები არ ხვდება კოსმეტიკურ პროდუქტებში ან მწარმოებლები ვალდებულები არინ მიაწერონ შეფუთვაზე მათ არსებობასა და პროცენტულ მაჩვენებელზე .
17. ვიტამინები
ვიტამინი D – დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა რომ აქვს დამცველობითი თვისებები კიბოსა და გულსისძარღვთა დააავდებებისგან. ბოლო კვლევებით არ დადასტურდა მისი როლი კიბოს და გულსისძარღვთა პათოლოგიების პრევენციაში.
სელენი – არათუ იცავს, ზრდის პროსტატის კიბოს და მე-2 ტიპის დიაბეტის რისკს.
ვიტამინი A,C,E – საჭიროების გარეშე გამოყენებისას, იწვევს კუჭის, ნაწლავის და საყლაპავის კიბოს რისკის გაზრდას.
ფოლიუმის მჟავა – ზედმეტად დიდი დოზებით გამოყენებისას იწვევს პროსტატის კიბოს რისკის გაზრდას.
B ჯგუფის ვიტამინები – 2017 წელს 77 ათას ადამიანზე ჩატარებული კვლევით დადგინდა ,რომ დიდი დოზებით გამოყენებისას:
- ქალებში ვიტ.B6,B12 გამოყენება არ ასოცირდებოდა გაზრდილ კიბოს რისკთან .
- კაცებში გაიზარდა ფილტვის კიბოს რისკი, რომელიც კიდევ უფრო მაღალი იყო მწეველობისას .
ზოგადი რეკომენდაცის სახით – ვიტამინების და საკვები დანამატების მიღება რეკომდებულია მხოლოდ ლაბორატორიულად დადასტურებული დეფიციტისას და თქვენი ექიმის რეკომენდაციით.
რჩევები ონკოლოგისგან კიბოს პრევენციისთვის:
1.არ გამოიყენით თამბაქო,ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლი
2. დაიცავით კანი მზისგან
3. შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა და იყავით ფიზიკურად აქტიურები
4. იკვებეთ ჯანსაღი პროდუქტებით – ბალანსირებული დიეტა
5. ჩაიტარეთ იმუნიზაცია (HPV, Hepatitis)
6. გამოიკვლიეთ ოჯახური ისტორია და ჩაიტარეთ რეგულარული სკრინინგი.
კლინიკური ონკოლოგი