თქვენ კითხულობთ
ცვლილელები, რომელიც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის

ცვლილელები, რომელიც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის

თამარ ბენდელიანი

ყოველთვის მიიღეთ მხარდაჭერა

ხშირად შესაძლებელია მოგეჩვენოთ, რომ ყველაფერს აკონტროლებთ, კარგად უმკლავდებით გამოწევევებს ყოველდღიურად, თუმცა, კვლევებმაც კი დაადასტურეს, რომ კომუნიკაცია ახლობელ ადამიანებთან, მათი მხრიდან რჩევების და მხარდაჭერის მიღება ცხოვრების ხარისხს უფრო მეტად აუმჯობესებს:

  • თქვენი თხოვნები, რაც უფრო მკაფიო იქნება, მით უკეთ იგრძნობთ თავს თავადაც და გარშემომყოფებიც, რადგან ხშირად ისინი ვერ ხვდებიან რა ფორმით და როგორ გამოხატონ მხარდაჭერა
  • შეუერთდით სოციალურ ქსელში და არამარტო სხვადასხვა ჯგუფებს, სადაც ყოველდღიურად განიხილება ისეთი საკითხები, რაც გაინტერესებთ, მოგწონთ ან უბრალოდ სასარგებლოა თქვენთვის
  • თავადაც გამოხატეთ სხვების მიმართ ინტერესი, მოიკითხეთ, გამოთქვით მხარდაჭერის სურვილი, ეს პროცესი პირველ რიგში, თქვენთვის იქნება სასიამოვნო

მართეთ სტრესი 

მედიტაცია – მედიტაციის დროს ტვინი წყვეტს ინფორმაციის ჩვეულ რეჟიმში დამუშავებას, ქაოსი და აღგზნებადობის დონე იკლებს. მედიტაციის შემდეგ კონცენტრაციის უნარი ბევრად იზრდება, მღელვარება იკლებს, ტკივილის მართვასაც სწავლობთ და მეხსიერებაც უმჯობესდება. 

იოგა – იოგას ვარჯიშები უფრო მეტია, ვიდრე ფიზიკური დატვირთვა. თვითშეცნობა ავითარებს უამრავ სასარგებლო ჩვევას, წონასწორობის უნარი უმჯობესდება, სხეული მეტად მოქნილი ხდება, ქრონიკული ტკივილები იკლებს, წონაში კლება მარტივი ხდება და რაც მთავარია, განწყობა უფრო და უფრო უმჯობესდება.

საკმარისი ძილი აუცილებელია 

  • გამოიმუშავეთ რეჟიმი, რომელსაც შაბათ-კვირასაც არ დაარღვევთ, მიაჩვიეთ ორგანიზმი ერთი და იგივე დროს ძილს და გაღვიძებას
  • ჩააბნელეთ საძინებელი ოთახი ძილის წინ 
  • ეცადეთ საძინებელი ოთახი გრილი იყოს და ძილის წინ განიავებული
  • მოერიდეთ ეკრანებს ძილის წინ
  • საღამოს მოერიდეთ კოფეინის, ალკოჰოლის და ტკბილის მიღებას

ივარჯიშეთ რეგულარულად 

ქიმიოთერაპიის დროს და შემდეგაც თქვენთვის სასარგებლოა ივარჯიშოთ იმ დოზით, როგორც თქვენთვის კომფორტული იქნება, შეძლებისდაგვარად იმოძრავეთ. ივარჯიშეთ თქვენთვის უსაფრთხო ადგილას, ეს სივრცე შესაძლებელია მოაწყოთ ოთახშიც. დილაობით აერობიკით დაკავდეთ, ყოველ საათში ერთხელ, ჯდომის ან წოლის შემდეგ სიარული ძალიან სასარგებლოა. 

დღის განმავლობაში, მოკლე სტილის ვარჯიშები – მსუბუქი ბუქნები, ლახტი, საყვარელ ცხოველთან ან ახლობელ ადამიანებთან სუფთა ჰაერზე მცირე ხნით სეირნობა ფიზიკურ და გონებრივ სიმშვიდეს მოგანიჭებთ და სასიამოვნო, უწყვეტ ძილსაც უზრუნველყოფს.

იხილეთ კომენტარები

Leave a Reply

Your email address will not be published.

✉  [email protected]                                                                               © 2020 Todua Clinic