რა უნდა იცოდეთ სხივური თერაპიით მკურნალობის დროს
რადიაციული ონკოლოგი
ქალის სასქესო ორგანოების ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობაში მნიშვნელოვანი როლი უჭირავს სხიივურ თერაპიას. პაციენტებს, რომლებიც პირველად მოდიან კონსულტაციაზე, რადიაციულ ონკოლოგთან აქვთ ბევრი შეკითხვა, იმის შესახებ, თუ როგორ იმოქმედებს აღნიშნული მკურნალობა მათი ცხოვრების რეჟიმსა და ყოველდღიურობაზე. დღევანდელ, თანამედროვე ტექნელოგიების ეპოქაში, ადამიანები ინფორმაციას ინტერნეტის დახმარებით მოიპვებენ, მაგრამ უჭირთ გარკვევა იმისა, თუ რა არის მართებული და რა – არა.
სწორედ ამიტომ, აუცილებელია პაციენტსა და ექიმს შორის სწორი და ადეკვატური კომუნიკაცია, რაც გულისხმობს პაციენტის ნდობას ექიმის მიმართ და ექიმის მუდმივ მზაობას გასცეს პასუხი პაციენტის ყველა კითხვას. ამისათვის:
- მკურნალბის დაწყებამდე, პაციენტს ეძლევა დეტალური განმარტება ყველა შესაძლ გართულების შესახებ, რაც შეიძლება მოყვეს სხივური თერაპიით მკურნალბას
- აუცილებელია, პირველივე ჩივილის აღმოცენებისას პაციენტმა მიმართოს მკურნალ ექიმს და ზედმიწევნით შეასრულოს ყველა მიცემული რეკომენდაცია
- არ შეიძლება, პაციენტი დაკავდეს თვითმკურნალობით, რადგან ამით შესაძლებელია, სარგებლის ნაცვლად სერიოზული ზიანი მიადგეს მის ჯანმრთელბას
- ასევე, სასურველია ოჯახის წევრებისა და პაციენტის ახლობლების აქტიური მონაწილეობა მკურნალბის პროცესში, რაც გულისხმობს პაციენტისთვის თანადგომასა და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას
ხშირად დასმული კითხვები:
არის თუ არა დაკავშირებული სხივური თერაპია ისეთი ტიპის გართულებებთან, რმელიც შეცვლის პაციენტის ცხოვრების სტილს? კერძოდ შეუძლია თუ არა პაციენტს განაგრძოს ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში, მიირთვას იგივე საკვები, მოიხმაროს ალკოჰოლი, დაკავდნეს სპორტითა და სხვა რეგულარული, ყოველდღიური აქტივობით.
კონკრეტული რეკომენდაციები მოიცავს:
თავის მოვლა:
- ჩვეული ჰიგიენური ნორმების დაცვა, რასაც კიდიევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, დღევანდელი პანდემიის პირობებში.
- სხივური თერაპიით მკურნალობა, არ წარმოადგენს უკუჩვენებას ისეთი კოსმეტიკური პროცედურებისთვის, როგორიცაა თმის შეღებვა და სხვა.
კვების რეჟიმი:
- რადგან მკურნალობის ხშირი გართულება არის სხივური თერაპიით გამოწვეული ფაღარათი, პაციენტებს ეძლევათ რეკომენდაცია არ მიირთვან ცხარე და კუჭნაწლავისთვის გამაღიზიანებელი საკვები.
- მიიღონ დიდი რაოდენობით სითხე (დღეში მინიმუმ 2.5 ლიტრი) განსაკუთრებით მათ, ვისაც უტარდებათ კომბინირებული ქიმიო-სხივური თერაპია.
- სხივური თერაპიის დროს მნიშვნელვანია შევინარჩუნოთ ჰემოგლობინის ნორმალური დონე, რისთვისაც პაციენტისთვის რეკომენდირებულია მიიღოს რკინით მდიდარი საკვები: წითელი ხორცი, ვაშლი, წიწიბურა.
- ჩვეული ჰიგიენური ნორმების დაცვა, რასაც კიდიევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, დღევანდელი პანდემიის პირობებში.
- სხივური თერაპიით მკურნალობა, არ წარმოადგენს უკუჩვენებას ისეთი კოსმეტიკური პროცედურებისთვის, როგორიცაა თმის შეღებვა და სხვა.
ცხოვრების სტილი:
- პირველ რიგში, აუცილებელია ავუხსნათ პაციენტს, რომ სხივური თერაპიის პროცესში, ისინი არ წარმადგენენ საფრთხეს ოჯახის წევრებისთვის. ეს საკმაოდ ხშირად დასმული კითხვაა, განსაკუთრებით, როცა ოჯახში არიან ბავშვები.
- რეკომენდირებულია ფიზიკური დატვირთვა იმ დოზით, რომელიც არ წარმადგენს დისკომფორტს პაციენტისთვის.
- სუფთა ჰაერზე სეირნობა და ჩვეული ცხოვრების რიტმით ცხოვრება, მნიშვნელვანია ონკოლგიური პაციენტების, როგორც ფიზიკური ასევე მენტალური ჯანმრთელობისთვის.
- პაციენტს შეუძლია მიიღოს პროფესიონალური ფსიქოლოგიური დახმარება, იმ შემთხვევებში, როცა უჭირს გაუმკლავდეს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამოწვეულ სტრესს. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია, ონკოლოგიური პაციენტის სწორად მართვისთვის.
რადიაციული ონკოლოგი