ფილტვის კიბო
რადიოლოგი
ფილტვი ანატომიურად წყვილი ორგანოა, რომლის საშუალებით ორგანიზმი მარაგდება ჟანგბადით. ზოგადად სასუნთქი სისტემა შედგება ზედა და ქვედა სასუნთქი გზებისგან, ქვედა სასუნთქი გზებიში შედის ტრაქეა, ბრონქები და ბუშტუკოვანი ალვეოლები, ამ უკანასკნელში უშუალოდ მიმდინარეობს ჟანგბადის და ნახშირორჟანგის ცვლა.
ფილტვის კიბო არის ავთვისებიანი, პროცესი რომელიც ვითარდება ფილტვის ქსოვილისგან, ონკოლოგიურ დაავადებათა შორის ფილტვის კიბო პირველ ადგილზეა.
რა რისკ-ფაქტორებთაან არის დაკავშირებული ფილტვის კიბო?
- თამბაქოს მოხმარება–ადამინები რომლებიც აქტიურად მოიხმარენ თამბაქოს მათში ფილტვის კიბოს განვითარების რისკი მაღალია, რისკი მოხმარების დროსთან მიმართებაში მატულობს, თუმცა ფილტვის კიბო შესაძვლოა განვითარდეს არამწეველებშიც.
- „პასიური მწეველი“ -მიჩნეულია რომ თამბაქოს კვამლი 7000 ადამინის სიკვდილს იწვევს ყოველწლიურად ფილტვის კიბოთი
- სხივური თერაპია-წარსულში ჩატარებული სხვა ონკოლოგიური პროცესის გამო
- აზბესტთან შეხება- ადამინები, რომლებიც მუშაობენ შახტაში, ფაბრიკებში, მშენებლობებზე შესაძლოა ჰქონდეთ შეხება აზბესტთან, რომელიც სამშენებლო მასალაში აქტიურასდ გამოიყენება და კანცეროგენია , აზბესტი და თამბაქოს მოხმარება ერთდროულად ერთი- ორად ზრდის ფილტვის კიბოს განვითარების რისკს.
- ფილტვის კიბოს ოჯახური ისტორია-ვრცელდება პირველი რიგის ნათესავებზე,(მშობლები, შვილები, დედმამიშვილები)
- წარსულში ფილტვის დაავადებები, ტუბერკულოზი, (ორჯერ ზრდის ფილტვის კიბოს განვითარების რისკს), ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ქრონიკული ბრონქიტი, ემფიზემა, ქლამიდიური პნევმონია
- გარემო ეკოლოგიური ფაქტორი-დაბინძურებული ჰაერი
- ასაკი 55-75 უპირატესად მამრობითი სქესი
ფილტვის კიბოს როგორი მორფოლოგიური ფორმები არსებობს?
ფულტვის კიბოს უჯრედული შენების მიხედვით იყოფა ორ ძირითად ტიპად, იგი ანსაზღვრავს მკურნალობის ტაქტიკას და პროგნოზს.
არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბო-გვხვდება 85-90% შემთხვევებში, რამდენიმე ქვეტიპს მოიცავს, ბრტყელუჯრედული კარცინომა, ადენოკარცინომა და მსხვილუჯრედული კარცინომა, მისი პროგნოზი წვრილუჯრედოვან ფორმასთან შედარებით უკეთესია.
წვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბო-შედარებით იშვიათად 10-15%-ში გვხვდება,
ძირითადად პაციენტებში რომლებიც მოიხმარენ თამბაქოს, ახასიათებს უფრო აგრესიული მიმდინარეობა არაწვრილუჯრედულ ფორმებთან შედარებით
რა სიმპტომები ახასიათებს ფილტვის კიბოს?
- ხველა (რომელიც ადრე არ აღინიშნებოდა)
- ხველა მოწითალო ელფერის ნახველით
- სუნთქვის გაძნელება, სიხშირის მატება
- ტკივილი გულ-მკერდში
- წონის კლება
- ძვლების და თავის ტკივილი
ადრეულ ეტაპზე ფილტვის კიბო არ არის სიმპტომური, სიმპტომი თავს იჩენს მაშინ როდესაც დაავადების გავრცელებას აქვს ადგილი
როდის უნდა მივმართოდ ექიმს და რა პრევენციულ ღონისძიებებს შეიძლება მივმართოდ რისკ-ფაქტორების არსებობის შემთხვევაში?
რისკ-ფასტორების არსებობის შემთხვევაში უსიმპტომოდ, საჭიროა პერიოდული სკრინინგული დაბალი დოზის კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევის ჩატარება, 3 წელიწადში ერთხელ, როდესაც ადამიანი მოიხმარს თამბაქოს 15 წელზე მეტხანს (1-2 შეკვრა), პრევენციისათვის დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად. აღნიშნული პრევენციული ქმედება ხშირ შემთხვევაში წარმოადგენს „სიცოცხლის ხსნას“. თუ აღინიშნება ჩივილები: ხველა, დაღლილობა და ა.შ (იხილეთ ზევით), ეს წარმოადგენსე ექიმთან ვიზიტის პირდაპირ ჩვენებას.
რა ძირითადი საშუალებებია დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის?
სადიაგნოსტიკო და სამკურნალო რგოლში ჩართულია მულტიდისციპლინური ჯგუფი, რომელის შემადგენლობაშიც შედის:
- ონკოლოგი
- რადიოლოგი
- პათომორფოლოგი
- რადაციული ონკოლოგი
- პულმონოლოგი
- თორაკალური ქირურგი
- საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა დარგის პრეციალისტი და პალიატიური სამსახური
სადიაგნოსტიკო კვლევები
- რადიოლოგიური კვლევებიდან სადიაგნოსტიკოდ და შემდგომი მკურნალობის შედეგის შეფასებისათვის მოწოდებულია კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევა
- ბრონქოსკოპია
- ლაბორატორიული, ფოლტვის კიბოს მორფოლოგიური ფორმის განსაზღვრისათვის, გენეტიკური ანალიზი
- რადიონუკლიდურ კვლევის მეთოდებს –ავთვისებიანი პროცესის სადიაგნოსტიკოდ, გავრცელების შემთხვევაში მიმართავენ პიზიტრონულ ემისიული ტომოგრაფია (PET/CT) და ფოტონ-ემისიული ტომოგრაფია (SPECT/CT)
მკურნალობის მეთოდები
- მინიინვაზიური ქირურგია-თორაკოსკოპია, რობოტული ქირურგია, იმისათვის რომ ლოკალურად მოვახდინოთ ფილტვის წილის ამოკვეთა (ლობექტომია)
- ტარგეტული, სხივური თერაპია- რადიაციული ონკოლოგები იყენებენ უახლეს აპარატურას, რათა მოხდეს პათოლოგიური პროცესზე მიზნობრივი ზემოქმედება და ამით ონკოლოგიური პროცესის შეჩერება.
- სისტემური თერაპია: ქიმიოთერაპია და იმუნოთერაპია. სისტემური თერაპიის შერჩევა ხდება მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით, მათ შორის კიბოს უჯრედების გენეტიკური ანალიზის განსაზღვრით.
რადიოლოგი